„ევროპული საქართველო“ სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს
27-11-2017, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებს.

 

 

პარტიის წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის თქმით, აუცილებელია გაეცეს კითხვებს პასუხი - არის თუ არა ლიკვიდირებულებს შორის საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი და როგორ მოხვდა ის დაჯგუფების წევრებთან ერთად საქართველოში.

 

 

„დაგროვდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა - პირველ რიგში ეს კითხვა უკავშირდება იმას, იყო თუ არა ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამიანი ჩატაევი. ადამიანი, რომელიც შეგახსენებთ, არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული სტამბოლში შარშან ტერაქტის მოწყობაში, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა და 200-ზე მეტი ადამიანის დაშავება. ჩვენ გვაინტერესებს, ეს ადამიანი იყო თუ არა ლიკვიდირებული და როგორ მოხვდა საქართველოში. ჩვენ გვაინტერესებს და ეს კითხვები ლეგიტიმურია, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, რა ამოცანები და რა მიზნები ჰქონდა ამ დაჯგუფებას, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია," აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი