„აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მომავალ წელს უფრო ინტენსიური იქნება“, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ.
თავდაცვის უწყების ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ და იან კელიმ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
„თავდაცვის მინისტრმა ამერიკაში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და დავიწყეთ სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა, რათა შევინარჩუნოთ ის მუხტი, რაც ამ შეხვედრებიდან მოდიოდა“, განაცხადა იან კელიმ. მისი შეფასებით, აშშ-ში ნოემბერში ქართული დელეგაციის ვიზიტი პოზიტიური და წარმატებული იყო.
შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის უწყებაში რეფორმების განხორციელების პოზიტიურ შედეგებზე გამახვილდა.
„განვიხილეთ საქართველოსთვის ჯაველინების მიწოდების საკითხი, რომელიც ადმინისტრაციამ ახლახან დაამტკიცა. ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და იმ აუცილებელი რეფორმების შესახებ, რომელსაც მინისტრი თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის მიზნით გეგმავს", განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე საქართველოში აშშ-ის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.