საქართველოს პრემიერ მინისტრი EBRD-ის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
27-11-2017, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქტიური თანამშრომლობა, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და EBRD-ის ვიც პრეზიდენტმა, ალან პილუმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა საუბრისას ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან არსებულ პარტნიორობას, რომელიც, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებით განვითარდა. აღინიშნა, რომ EBRD-ისგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო ლიდერია და ევრობანკს საქართველოს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებთან თანამშრომლობის საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აკავშირებს.

 


შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ის თანხვედრაშია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასთან, რომელიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ქვეყნის სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს.

 


ყურადღება დაეთმო საქართველოს მიღწევებს ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებს.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს EBRD-ის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის - ინვესტორთა საბჭოს შესახებ, რომელიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას ისახავს მიზნად.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარტნიორობისთვის, რომელიც თბილისში 28-29 ნოემბერს გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი