გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით ძალოვანი მინისტრები პარლამენტში „აუცილებლად“ უნდა მივიდნენ
27-11-2017, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი მინისტრები უნდა მივიდნენ.

 

 

„არავინ იცის, ეს არის თუ არა ჩატაევი. ანტიტერორისტულ ბრძოლაში ჩართული ქვეყნის ინტერესია, რომ ამ მიმართულებით ერთიანი სტრატეგია იყოს და ეს საერთო ბრძოლაში მხოლოდ ეპიზოდია, რაც გვაქვს. არ შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული განცხადებები გაკეთდეს ან დახურულ სხდომაზე, ან ღია სხდომაზე. საზოგადოებას არასწორი, ან ნაწილობრივი ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს. მეგონა, რომ ოპოზიციას ამ თემის სერიოზულობა გათთვიცნობიერებული ჰქონდა, რადგან ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ ქართველ და ამერიკელ ექსპერტებს ერთობლივ მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალოს. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ სჯობს, პოლიტიკური სპეკულაციების ფორმატს დაუბრუნდნენ“, განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა: „მინისტრები აუცილებლად უნდა მოვიდნენ. არ ვიცი, როგორ ფორმატში. ალბათ, დახურულ ფორმატში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარტნიორებთან ერთად გარკვეულ დასკვნებამდე მივალთ. ყველა შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მოწინააღმდეგე მხარე აანალიზებს ყველა გამონათქვამს, ყველა შეხედულებას და თუნდაც ზერელე განცხადებას“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი