მოხარული ვარ, რომ გაიმართა მრავალი კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარდაჭერა მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებას.
განცხადება აღნიშნულ საკითხზე იან კელიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„გვსურს, საქართველო წარმატებული იყოს როგორც სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ქვეყანა და სახალხო დამცველის პოზიცია ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სახალხო დამცველი ეფექტური იყოს, ის უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი მთავრობისგან", განაცხადა იან კელიმ.
ელჩის თქმით, შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა და მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებების, მართლმსაჯულების რეფორმისა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.
„ეს შეხვედრა ჩვენ მოვითხოვეთ. ძალიან დაინტერესებულები ვიყავით, მეტი მოგვესმინა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ და ინტერესის მიზეზი ისაა, რომ გვსურს, დაგეხმაროთ. გვსურს, დახმარება გაგიწიოთ ტექნიკური კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, არჩევნების შესახებ. შთაბეჭდილება მოახდინა, თუ რამდენად დატვირთული იქნება პარლამენტი მომდევნო კვირების განმავლობაში. ვიცით რომ დღის წესრიგში მრავალი საკითხია, მათ შორის, მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა და სხვა საკითხები“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.