საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერთან, ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრისას გააკეთა და მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
უკრაინის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აფასებს საქართველოს მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.
„ჩვენ ვაფასებთ თქვენს სწრაფვებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტები უფრო მეტ აქტივიზაციას მისცემს ჩვენს ურთიერთობებს", აღნიშნა უკრაინის პრემიერ მინისტრმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციის გამო, რომელიც მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაში გამოიხატება და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შედგა, წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი უწოდა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველო- უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზეა დაფუძნებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის განსახილველ საკითხთა შორის საქართველო-უკრაინას შორის პოლიტიკური, სავაჭრო - ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სექტორულ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში კი, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გააქტიურება და განვითარება იყო.
მხარეებმა განიხილეს ასევე ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას ამ სფეროს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია.
უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად და უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა.
უკრაინის პრემიერ მინისტრმა შეხვედრისას მწუხარება გამოთქვა 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და მისი და უკრაინის დელეგაციის სახლით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.