პრინცი ჰარი ამბობს, რომ მას და მის შეყვარებულს, ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლის „იმდენად დაუჯერებლად სწრაფად“ შეუყვარდათ ერთმანეთი, უცილობლად ჩანდა, რომ „ყველაფერი ბრწყინვალედ იქნებოდა“.
როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ რაც წყვილმა თავიანთი დაწინდვის შესახებ გამოაცხადეს, პრინცმა ჰარიმ, რომელიც მეხუთეა ტახტის მემკვიდრის რიგითობაში, განაცხადა, რომ დაქორწინებას 2018 წლის გაზაფხულზე აპირებენ.
პრინცმა თქვა, რომ „მშვენიერმა“ მარკლიმ, „იფარფატა და ჩამოვარდა ჩემ ცხოვრებაში“.
მან დაამატა, რომ დარწმუნებულია, რომ მარკლი და დედამისი, დაიანა, უელსის პრინცესა, „ძალიან ახლო და საუკეთესო მეგობრები“ იქნებოდნენ.
„ნამდვილად მენატრება ის [პრინცესა დაიანა] და მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, რომ შემძლებოდა გამეზიარებინა ამბავი ჩემი ბედნიერების შესახებ... მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთანაა“, თქვა ჰარიმ.
წყვილმა აღწერა, თუ როგორ წავიდნენ მალულ პაემანზე საერთო მეგობრის მეშვეობით, რომლის ვინაობაც ინტერვიუში არ გაამჟღავნეს, და როგორ გაიცვნეს ერთმანეთი კამპინგში, ბოტსვანაში.
მარკლი, რომელიც წლების წინ, 2011-13 წლებში ამერიკელ პროდიუსერზე, ტრევორ ენგელსონზე იყო გათხოვილი, ჰუმანიტარულ საქმიანობაშია ჩართული და ქალების ადვოკატია გაეროს ეგიდით.
წყვილი ლონდონში, კენსინგტონის სასახლეში იცხოვრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.