საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ვიცე პრემიერს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტი და მისი შედეგები.
„დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ საქართველოსა და უკრაინის ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის დადასტურება და აღიარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს ვიცე-პრემიერმა უკრაინის ვიცე-პრემიერს გააცნო ქართული მხარის ხედვა ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით.
მიხეილ ჯანელიძემ და ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხს. ხაზგასმით აღინიშნა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისა და საზოგადოებისთვის ევროკავშირისა და ნატოს შესახებ უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი მიმართულებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები. დადებითად შეფასდა თანამშრომლობის ზოგადი დინამიკა, ისევე როგორც სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები", აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.