პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე, უსაფრთხოების სამსახური მზად არის, ნდობის ჯგუფის წინაშე წარსდგეს.
აღნიშნულ საკითხზე სესიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„მე მინდა დავადასტურო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, წარდგეს პარლამენტის წინაშე, ნდობის ჯგუფის წინაშე და გააცნოს პირველადი ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის და მოვლენის შესახებ”, აღნიშნა სესიაშვილმა, რომლის თქმითაც, შეხვედრის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. „ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის გარდა, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსაც იბარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.