აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც ონკანის წყალს არ სვამენ, უფრო მოსალოდნელია, რომ კბილები გაუფუჭდეთ
28-11-2017, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც არ სვამენ ონკანის წყალს, რომელიც ჩვეულებისამებრ ფტორირებულია, უფრო მოსალოდნელია რომ კბილები გაუფუჭდეთ. ამის შესახებ ახალი კვლევა იტყობინება, რომელიც Science Daily-ის ცნობით, American Journal of Preventive Medicine -ში გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, კვლევა ადასტურებს, რომ მათ, ვინც ონკანის წყალს სვამს, უფრო მოსალოდნელია რომ სისხლში ტყვიის უფრო მაღალი შემცველობა ჰქონდეს.

 


საზოგადოებრივი ცნობიერება ტყვიით დაბინძურებული წყლის საშიშროებაზე 2014 წლის შემდეგ გაიზარდა, როცა მიჩიგანში ფლინტის მცხოვრებლების მიმართ, „ფლინტის წყლის“ კრიზისის პერიოდში ინსტრუქცია გაიცა, რომ მხოლოდ გაფილტრული წყალი გამოეყენებინათ სასმელად, საჭმლის გასაკეთებლად და აბაზანაშიც.

 


„ფლინტის წყლის“ კრიზისამდეც საზოგადოებაში უნდობლობა იყო ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხო იყო ონკანის წყალი. მაგრამ ფტორირებული ონკანის წყლისთვის თავის არიდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა წუხილებს წარმოშობს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, წყალმომარაგების სისტემაში ფტორის დამატებამ, ბოლოს 70 წლის განმავლობაში კარდინალურად შეამცირა კბილების გაფუჭების გავრცელებული პრობლემა. მიუხედავად ამისა, კბილების კარიესი მაინც ფართოდ გავრცელებულად რჩება და 2011-2012 წლებში აშშ-ის სკოლამდელი ასაკის ბავშვების 23%-ს აღენიშნა კბილების დაზიანება.

 


ეროვნული ჯანდაცვისა და კვების შემოწმების კვლევაში, რომელიც 2005 წლიდან 2014 წლამდე ჩატარდა, დაახლოებით 16 000 ბავშვი და 19 წლამდე მოზარდი მონაწილეობდა და გაანალიზდა მათი სინჯები. 12 000 ზე მეტის მონაცემები შეიცავდა სისხლში ტყვიის შემცველობის დონეს და დაახლოებით 5 600-ის, კბილის კარიესის შემოწმების მაჩვენებლებს. ეროვნული ჯანდაცვისა და კვების ინსპექტირების სამსახური შეერთებული შტატების სისხლში ტყვიის დონის შემცველობის განსაზღვრის უმთავრესი ეროვნული საზედამხედველო ორგანო და ერთადერთი ეროვნული წყაროა კბილის შემოწმების მონაცემების.

 


კვლევაში მონაწილე ბავშვები, სახლში ინტერვიუების შემდეგ, მობილური შემოწმების ცენტრებს სტუმრობდნენ, სადაც ისინი სისხლის ნიმუშებს აბარებდნენ, აძლევდნენ კვებასთან დაკავშირებულ ინტერვიუებს და ხდებოდა მათი კბილების გასინჯვა. ბავშვების დაახლოებით 15% აცხადებდა, რომ ისინი არ სვამდნენ ონკანის წყალს.

 


ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვები და მოზარდები, რომლებიც არ სვამდნენ ონკანის წყალს, უფრო იყვნენ კბილების გაფუჭებისკენ მიდრეკილი, ვიდრე ისინი, რომლებიც მას სვამდნენ, მაგრამ მათ ტყვიის უფრო ნაკლები დონე აღენიშნებოდათ სისხლში, ვიდრე იმათ, ვინც ონკანის წყალს იღებდა. საერთო ჯამში, ბავშვების და მოზარდების დაახლოებით 3%-ს ჰქონდა სისხლში ტყვიის დონე მომატებული და 49.8%-ს ჰქონდა კბილები გაფუჭებული.

 


„სისხლში ტყვიის მომატებული დონე ბავშვების მხოლოდ მცირე რაოდენობაზე ახდენს მავნე გავლენას, მაგრამ ჯანმრთელობის შედეგები ღრმა და მუდმივია. მეორეს მხრივ, კბილების კარიესი აღენიშნება ორიდან ერთ ბავშვს და მის შედეგებს, როგორიცაა კბილის ტკივილი, დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს მკურნალობა, რაც ძვირია“, განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორმა, ან სანდერსმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი