გოკა გაბაშვილი: თქვენ არ ხართ საქართველოს მთავრობა, თქვენ ხართ ერთი არაფორმალური მმართველის მარიონეტები
07-05-2015, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ მოველოდით, რომ ადეკვატური იქნებოდით და რა თქმა უნდა, ამ მოლოდინმა გაამართა - სრულიად არაადეკვატური იყავით, - ამ განცხადებით პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა მისი გამოსვლის საპასუხოდ მიმართა.


გაბაშვილმა უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ცეკას და კომკავშირის სხდომებს შეადარა და აღნიშნა, რომ მან 100-მდე ტყუილი თქვა.


"თქვენი მიზანია არა მოსახლეობასა და ხალხს ესაუბროთ, არამედ მიზანია ის, რომ ერთ ადამიანს – "20/30"-ის წამყვანს მოეწონოს ის, რაც თქვით. ვინც უფრო ხანში შესულია, კარგად ახსოვს ცეკას და კომკავშირის პლენუმები, სადაც ხალხს უხსნიდნენ, რა კარგად ცხოვრობს ხალხი საბჭოთა კავშირში და როგორ ლპება იმპერიალისტური სამყარო ოკეანეს გადაღმა. როცა ამბობთ, რომ ყველა მიმართულებით პროგრესი გაქვთ და პროგრესზე უნდა ვისაუბროთ, ალბათ გადაგავიწყდათ, რომ სულ რაღაც ოთხი თვის წინ საქართველოს პარლამენტში შემოიტანებთ ბიუჯეტი და პროგნოზი, რომ ეკონომიკა 5%-ით გაიზრდებოდა, რაც ისედაც ცოტაა, მაგრამ რამდენიმე თვეში მოგიწიათ ამ პროგნოზის გადახედვა შემცირებისკენ. ალბათ დაგავიწყდათ, რომ 530 000 ოჯახს საქართველოში, რაც არის პრაქტიკულად ყველა, გაუძვირდა ცხოვრება. ეს ხალხი ღარიბდება, რადგან შემოსავალი აქვთ ლარში და სესხები აქვთ დოლარში. თქვენი მოღვაწეობის შედეგად საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ფენა ღარიბდება. ალბათ გავიწყდებათ, რომ ისტორიულ პიკს მიაღწია ბანკებისათვის გადაუხდელი სესხების რაოდენობამ. ალბათ გამოგრჩათ ისიც, რომ შემცირებულია სავაჭრო ბრუნვა ქვეყანაში, რადგან შემცირდა ექსპორტი, შემცირდა იმპორტი. მათ შორის მოახერხეთ და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წინა წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირთან 30%-ით შეამცირეთ ექსპორტი. მცირდება სამუშაო ადგილები. ტურიზმთან დაკავშირებით თქვენგან ციფრების საოცარი მანიპულაცია მართლაც კარგი მოსასმენი იყო, მაგრამ რეალობა არის ის, რომ როცა გასულ წლებში ტურიზმი ორნიშნა ციფრით - დაახლოებით 20-30%-ით იზრდებოდა, შარშან ტურიზმის ზრდა 25-ჯერ შემცირდა, ხოლო წელს მინუსებშია. ტურიზმი ჩამოაქციეთ. ლარი გაუფასურდა, ადამიანებს შემოსავლი დააკლდათ, მოსახლეობა გაღარიბებულია, პროდუქტებს ვეღარ ყიდულობს, ადამიანები ძალიან დიდ გაჭირვებაში არიან და არა მგონია, მათ ყურს მალამოდ ეფინებოდეს ის, რასაც ლაპარაკობთ", - მიმართა ღარიბაშვილს გოკა გაბაშვილმა.


მან აღნიშნა ისიც, რომ "იმატა კრიმინალმა, გახშირდა ბანკების და ბენზინ-გასამართი სარდგურების დაყაჩაღება და სხვა ძალადობრივი დანაშაულები, დრამატულად იკლო სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობამ".


"ამის მიზეზი არის ის, რომ თქვენ არ ხართ საქართველოს მთავრობა. თქვენ ხართ ერთი არაფორმალური მმართველის, თქვენი ლიდერისა და მენტორის მარიონეტები. ასეთი უნიათო, ასეთი არაკომპეტენტური და არაფრის გამკეთებელი მთავრობა საქართველოს არასდროს ჰყოლია. მაქვს ერთადერთი კითხვა - კი ბატონო, თქვენმა ბრძანებელმა რამდენიმე თვით დაგტოვათ, მაგრამ რაც ამ ორი წლის განმავლობაში დაატრიალეთ, როგორ თვლით, კიდევ აქ უნდა იდგეთ და ითხოვდეთ ნდობას პარლამენტისგან?!", - განაცხადა გაბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი