ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენტაგონმა განაცხადა, რომ იგი აფასებს რაკეტის „შესაძლო“ გაშვებას, რომელიც ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:30 სააათზე მოხდა.
სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო „იონჰაპის“ ცნობით, რაკეტა სამხრეთ პიონგანის პროვინცია პიონგსონის აღმოსავლეთ ნაწილიდან იქნა გაშვებული.
ჩრდილოეთ კორეამ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე სარაკეტო გამოცდა მოაწყო, რამაც მის მეზობლებსა და შეერთებულ შტატებში შეშფოთება გამოიწვია.
უცნობია, თუ რა მანძილზე იფრინა ბოლოს გაშვებულმა რაკეტამ და გადაიფრინა თუ არა მან იაპონიის თავზე, როგორც ამას წინა შემთხვევებისას ჰქონდა ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.