ფხენიანს შეეძლება აშშ-ის მთელ კონტინენტს მიაყენოს სარაკეტო დარტყმები - კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ „დიდი ისტორიული საქმე“ დაასრულა
29-11-2017, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან წარმატებით გამოსცადა ახალი ტიპის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია მისწვდეს შეერთებული შტატების მთელ კონტინენტს. ამის შესახებ BBC ჩრდილოეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

 


სახელმწიფო ტელევიზიის მტკიცებით, ფხენიანმა ახლა უკვე მიაღწია თავის მისიას, გამხდარიყო ბირთვული სახელმწიფო.

 


რაკეტა „ჰვასონგ-15“, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიის თქმით, „ყველაზე მძლავრია“, ოთხშაბათს ადრე სიბნელეში, გამთენიამდე იქნა გაშვებული.

 


ის იაპონიის წყლებში დაეშვა, მაგრამ უფრო მაღალ სიმაღლეებზე იფრინა, ვიდრე ამას მანამდე გაშვებული რაკეტების შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რაკეტამ 4 475 კმ სიმაღლეს მიაღწია და 53 წუთში 950 კმ იფრინა.

 


სააგენტოს ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეის უზენაესმა ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი რაკეტის გაშვებას, „სიამაყით გამოაცხადა, რომ ახლა ჩვენ საბოლოოდ განვახორციელეთ სახელმწიფოს ბირთვული ძალების ჩამოყალიბების დასრულების დიდი ისტორიული საქმე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი