საქართველოს მიღწევები, რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შთამბეჭდავია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება აზიის განვითარების ბანკის(ADB) ვიცე პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, რომელიც თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სტუმრობს, ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას; ასევე - დადებითად შეაფასა საქართველოში ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
„მხარეებმა იმსჯელეს, როგორ გაიზარდოს ინვესტიციის მოცულობა საქართველოში, ასევე საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მოდელების განვითარებაზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ ბანკის საოპერაციო ბიზნესგეგმა, რომელიც რეგიონული კავშირების, მდგრადი ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფნის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან.
პრემიერმა აზიის განვითარების ბანკს სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბანკის მომავალ პროგრამებზე საქართველოში, საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმებზე და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სახელმწიფო და კერძო სექტორში განხორციელებულია 2.5 მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროექტები", აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.