პრემიერ-მინისტრმა და გოკა გაბაშვილმა ერთმანეთი "სიცრუეში" დაადანაშაულეს
07-05-2015, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოკა გაბაშვილმა ერთმანეთი "სიცრუეში" დაადანაშაულეს.


სხდომაზე შესაბამისი რეპლიკა თავდაპირველად უმცირესობის წევრის მისამართით პრემიერმა გამოიყენა, რითაც ლარის გაუფასურების საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მთავრობის მეთაურის პასუხის შემდეგ კი ანალოგიური შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით უკვე თავად გაბაშვილმა გააკეთა.


"თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. მე გეტყვით, რომ საქართველო არ არის გამონაკლისი რეგიონში. საქართველო იყო მართლაც გამონაკლისი ეკონომიკური ზრდის მონაცემებით გასულ წელს, როცა ჩვენ გვქონდა 4,8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ამ მონაცემით, ჩვენ ვიყავით პირველ ადგილზე რეგიონში, რაშიც ასევე ვგულისხმობ ევროპის ნაწილს. რაც შეეხება ლართან დაკავშირებულ საკითხს – ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემატური საკითხი და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ეს არის განპირობებული საგარეო ფაქტორებით, იმ შოკებით, რომელიც, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და ლარზე, რადგან ვართ პატარა ეკონომიკა, რომელიც მიერთებულია მსოფლიო ეკონომიკაზე და ბუნებრივია, ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე მიმდინარე კრიზისებს ექნებოდა ნეგატიური გავლენა. სრული სიცრუეა, რომ თურმე საქართველოს მთავრობის მუშაობის ბრალი ყოფილა ლარის გაუფასურება. თქვენ ცრუობთ ბატონო გოკა. ეს არის დემაგოგია. მე არ ვაპირებ, რომ თქვენს დემაგოგიაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო", - მიმართა პრემიერმა გოკა გაბაშვილს.


თავის მხრივ, უმცირესობის წევრმა სიცრუეში თავად პრემიერი დაადანაშაიულა. "თქვენ ცრუობთ და იტყუებით", - აღნიშნა გაბაშვილმა ღარიბაშვილის მისამართით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი