რუსული ოკუპაციის „ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად“ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. მან ვაშინგტონში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სწორედ მის იმედად უნდა იყოს ქვეყანა, რომ არ მოხდეს „ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“.
„მე ვფიქრობ, ჩემი აზრია და ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, გვნახონ ჩვენ, გაგვიცნონ. ჩვენზე ათასი ჭორი თუ მართალი ითქმება ხოლმე და მიგვაბამენ ხოლმე რაღაც სივრცეს, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც სჭირდება საქართველოს, სადაც სჭირდება საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას“, განაცხადა მეუფე იაკობმა ვაშინგტონში, სადაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეხვედრებს მართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.