თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე განცხადება გააკეთა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, კალაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ის კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების არასწორად წარმოებაში არიან შემჩნეული, თბილისის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ.
მან საგზაო სამუშაოების შესრულების დროს, ხეების მოასფალტების ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ შემდეგში, მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს.
„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კონკრეტული ფოტოები გავრცელდა, რომელიც მინდა გაჩვენოთ. ეს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა და სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ამ კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა, ხეები მოასფალტდა. თუ შეცდომაა, სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. მინდა კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ“, განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, მაქსიმალურად გააფრთხილონ კომპანიები, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.