თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერს, კახა კალაძესა და მის ყოფილ მოადგილეს, გიგა ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირება არ ყოფილა.
მისი თქმით, ნიკოლეიშვილმა „უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია ჩაიბარა".
„კატეგორიულად უნდა უარვყო დაპირისპირება, ეს არის აბსურდი. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ბატონმა გიგამ თანამდებობა დატოვა არის ის, რომ ის დაინიშნა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზის გამო დატოვა მერია. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. როგორ უნდა მიგვესწრო დაპირისპირება 1 კვირაში, ეს პრაქტიკულად, გამორიცხული იყო. ბატონ გიგას ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ერთად გვემუშავა, მაგრამ მან უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია ჩაიბარა და მინდა, წარმატებები ვუსურვო. რომ გვცოდნოდა არ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული და არ მოხდებოდა მისი მერის მოადგილედ დანიშვნა. თუმცა, მოხდა მოკლე დროში მისი წარდგენა ამ თანამდებობაზე. ვინ იქნება მისი ადგილმონაცვლე არ ვიცით", განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
შსს-ს დაცვის პოლიციის ახალ უფროსად გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა, რომელსაც მანამდე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.