თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ორი კვირის ვადაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა.
„ვიცი, რომ ნარჩენების გატანა დილისა და დღის საათებში ხდება, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არსებობს.
ძალიან ბევრი წერილი შემოდის. ამიტომ, საზოგადოების მხრიდან თანადგომა იქნება. მთავარია, წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი ასევე საკუთრებაში არსებული ფართების დაკანონებას შეეხო - ამჯერად, საცხოვრებელი ფართები ფონიჭალაში მცხოვრებ 33 ოჯახს დაუკანონდება.
„ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართებში, სადაც შვილები და შვილიშვილები გაზარდეს, თუმცა მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, დღეს გამოგვაქვს ფონიჭალის მესამე მიკრორაიონის 28-ე კორპუსისა და მეოთხე მიკრორაიონის მე-11 კორპუსში მცხოვრები 33 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების გადაწყვეტილება. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ და დაუკანონდებათ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.