[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
გიტოვებთ თქვენს შეუსრულებელ დაპირებებს ჩემი ხელმოწერით – ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს «ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები შეახსენა, რომლებიც არ შესრულდა.
"ეს არის “ნაციონალური მოძრაობის» 50 თვიანი პროგრამის დაპირებები 2008–2012 წლებში:
1. გავამთლიანებთ საქართველოს.
2. საქართველოს დავუბრუნებთ ევროპულ ოჯახში.
3. შევალთ ნატოში და ჩვენი საზღვრების ურღვევობას სადარაჯოზე დაუდგება მთელი ცივილიზებული სამყარო.
4. ეს იქნება საქართველოში ახალი ოქროს ხანის დასაწყისი და უმუშევრობის პრობლემა საქართველოში სამუდამოდ დამთავრდება.
5. ავამოქმედებთ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელშიც აშენდება 450–მდე ქარხანა და დასაქმდება 20 000–მდე ადამიანი.
6. ავაშენებთ ახალ პორტს, რომელიც არსებულზე 3–ჯერ უფრო დიდი იქნება და თავისუფალ სამრეწველო ზონასთან ერთად მთლიანად საქართველოში 35 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
7. ავაშენებთ და გავხსნით ევროპასთან შემაერთებელ რკინიგზას, რომელიც 10 000 ოჯახს გაუჩენს სტაბილურ შემოსავალს.
8. ჩვენი 50 თვიანი პროგრამის მიზანია სიღარიბესთან ბრძოლაში დავეხმაროთ ჩვენს მოხუცებს, რათა სიბერე იყოს სიღარიბის გარეშე.
9. მომავალ წელს საპენსიო პაკეტი 100 დოლარი გახდება.
10. ჩვენი 50 თვიანი პროგრამის მიზანია დავეხმაროთ ქართულ სოფელს, ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა, გავაუმჯობესოთ სოფლის ცხოვრების პირობები.
11. ჩვენი პროგრამით ავამუშავებთ საშუალოდ 100 ახალ სოფლის მეურნეობის საწარმოს ყველა რეგიონში და დავასაქმებთ სოფელს.
12. მომავალი 25 თვის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნება 2 000 სოფელი, რაც ნიშნავს თითქმის მთელი საქართველოს სრულ გაზიფიკაციას.
13. უფრო მეტად დავეხმარებით ფერმერებს ხვნა–თესვაში, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ სოფლეს ჰქონდეს გაზი, კარგი გზა, სარწყავი წყალი, თანამედროვე სკოლა და მედ–პუნქტი.
14. საშემოსავლო გადასახადს 15%–მდე შევამცირებთ, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი.
15. 1 200–ზე მეტი კარგად აღჭურვილი გადამზადებული სოფლის ექიმი იზრუნებს სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე,"-აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.