თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს „თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა.
როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნარჩენები ღამის საათებში უნდა გაიტანონ, რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.
„მინდა, მაია ბითაძეს დავავალო თბილსერვისის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად, ორი კვირის ვადაში შეიმუშაონ გეგმა ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, რათა ეს მოხდეს ისეთ საათებში, რომ მოძრაობას ხელი არ შევუშალოთ. ალბათ, უფრო ღამის საათებში. ვიცი, რომ ნარჩენების გატანა ხდება დილის, დღის საათებში, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის და შესაბამისად, მოქალაქეების ინფორმირება ან დახმარება თუ დაგვჭირდება, მზაობა არის, რადგან ბევრი წერილი შემოდის ამასთან დაკავშირებით და თანადგომა იქნება“, განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.