ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენა დაასახელა
29-11-2017, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2017 წელს წარმატებული უწოდა. იგი ერთ-ერთ მთავარ მოვლენად რუსული ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლას მიიჩნევს.

 


როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, პუტინმა ამის შესახებ მოსკოვი-კიევის რკინიგზის სადგურზე სარემონტო-საექსპლუატაციო დეპოს თანამშრომლებთან შეხვედრისას თქვა. მან ასევე აღნიშნა, რომ სარკინიგზო სფეროში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებმა ციფრული ტექნოლოგიები უნდა აითვისონ.

 


უფრო ადრე, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკის აღდგენის პერიოდი თითქმის დასრულებულია. მისი სიტყვებით, ზრდის მაჩვენებლის ტემპები ჯერჯერობით მაღალი არ არის, თუმცა ის უკვე ახლოსაა იმასთან, რომელიც შეესატყვისება ინდუსტრიის არსებულ სტრუქტურას.

 


ნაბიულინამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია. რუსეთის ბანკი მოელის, რომ „მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო წლიური ზრდის მაჩვენებელი 1.8 პროცენტს შეადგენს“. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი ზრდა 2% იქნება.

 


საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ ორწლიანი რეცესიის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკის „ციკლური აღდგენა“ ტემპს იკრებს, წერს „რია ნოვოსტი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი