ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „თვითერის“ ანგარიშმა ბრიტანული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის სამი წამქეზებლური ვიდეო გააზიარა.
როგორც BBC იუწყება, პირველი ვიდეო, რომელიც ჯაიდა ფრანსენს, მოძრაობის, „ბრიტანეთი პირველ რიგში“ ლიდერის მოადგილეს ეკუთვნის, ამტკიცებს, რომ აჩვენებს მუსულმან იმიგრანტს, რომელიც ყავარჯნებიან მამაკაცზე ახორციელებს თავდასხმას. ამას კიდევ ორი ვიდეო მოჰყვება, რომელშიც ფრანსენის მტკიცებით, ასევე მუსლიმები მონაწილეობენ.
„ბრიტანეთი პირველ რიგში“ ულტრა-მემარჯვენე „ბრიტანეთის ნაციონალური პარტიის“ ყოფილი წევრების მიერ 2011 წელს დაფუძნდა.
ჯგუფმა სოციალურ მედიაში ყურადღება სადავო განცხადებებით მიიქცია. მათი წერილობითი აქტივობები „დიდი ბრიტანეთის ისლამიფიკაციას“ ეხება. მას საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილი ჰყავდა კანდიდატები და მათი ძირითადი გზავნილი იმიგრაციას და აბორტის წინააღმდეგ მოწოდებებს შეიცავდა, მაგრამ მათ ჯერჯერობით ვერც ერთი ადგილი ვერ მოიპოვეს პარლამენტში.
BBC-ის ცნობით, ქალბატონ ფრანსენს „თვითერზე“ 52 000 მიმდევარი ჰყავს.
იგი ენთუზიაზმით გამოეხმაურა ტრამპს მისი ვიდეობის გაზიარების გამო. მან აშშ-ის პრეზიდენტის „თვითერის“ გვერდზე დაწერა: „თავად დონალდ ტრამპმა გააზიარა ეს ვიდეოები და მას დაახლოებით 44 მილიონი მიმდევარი ჰყავს!“
„ღმერთმა დაგლოცოს ტრამპ! ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, დაამატა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.