მეც ძალიან დიდი სიხარულით გიწოდებდით მეგობარს, მაგრამ "თავისუფალმა დემოკრატებმა" სხვანაირი მეგობრობა ვიცით, - ასე უპასუხა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ფრაქციის სხდომაზე პრემიერ-მინისტრს, რომელმაც გამოსვლის დასაწყისში "თავისუფალი დემოკრატები" "მეგობრებად" და "თანამებრძოლებად" მოიხსენია.
"თქვენ ძალიან დადებითი პათოსით დაიწყეთ თქვენი გამოსვლა - მეგობრები გვიწოდეთ. მეც დიდი სიხარულით გიწოდებდით ასევე მეგობრებს, რომ არა ერთი ძალიან დელიკატური თემა. "თავისუფალმა დემოკრატებმა" ამგვარი მეგობრობა და ამგვარი პარტნიორობა ნამდვილად არ ვიცით და არ გვესმის. ჩვენ ცოტა სხვანაირი მეგობრობა და სხვანაირი პარტნიორობა ვიცით. მერწმუნეთ, ჩვენც ძალიან არ გვსიამოვნებს ის ვითარება, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დადგა, ვინაიდან თქვენთან ერთად ვიბრძოდით, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიბრძოდით სწორედ იმ მანკიერი და რთული რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა, მაგრამ სამწუხაროდ, იმიტომ მოხდა ის, რაც მოხდა და იმიტომ ვართ დღეს მდინარის სხვადასხვა მხარეს, რომ პროკურატურა იქცა სწორედ პოლიტიკური ოპონირების იარაღად ირაკლი ალასანიას და მაშასადამე, "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ. მერწმუნეთ, ეს არავის გვიხარია", - მიმართა ვიქტორ დოლიძემ პრემიერ-მინისტრს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.