საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვას პრემიერ მინისტრთან პაველ ფილიპოვთან შეხვედრაზე განიხილა.
მოლდოვას პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პაველ ფილიპოვს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მხარს უჭერს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-მოლდოვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მიმართულებით მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
მოლდოვას პრემიერს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან, მავთულხლართების გავლების პროცესთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და აღინიშნა, რომ 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, მოლდოვასთან სავაჭრო ბრუნვის 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შეხვედრასსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში მერაბ ანთაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.