ამერიკულმა სატელევიზიო ქსელმა NBC-მ თავისი ვარსკვლავი, დილის შოუს წამყვანი მატ ლაუერი არასათანადო სექსუალური მოპყრობის ბრალდების გამო სამსახურიდან დაითხოვა.
„თვითერზე“ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ორშაბათს ღამით, ჩვენ მივიღეთ დეტალური საჩივრები კოლეგებისაგან, რომელიც მატ ლაუერის მიერ არასათანადო სექსუალურ ქცევას ეხებოდა.
„შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ მისი დასაქმება“.
NBC-მ განაცხადა, რომ გააჩნია „მიზეზი, სჯეროდეს, რომ ეს შესაძლოა არ იყოს ერთეული ინციდენტი“.
ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ ლაუერის NBC-ზე მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს პირველი საჩივარი იყო მისი ქცევის შესახებ, მაგრამ NBC ახალი ამბების თავმჯდომარემ ანდი ლაკმა განაცხადა, რომ ის წარმოადგენდა „მკაფიო დარღვევას ჩვენი კომპანიის სტანდარტების“.
NBC-ის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა CBS-ის მიერ მისი ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტის ჩარლი როუზის არასათანადო სექსუალური ქცევის ნიადაგზე სამსახურიდან დათხოვნა. აპრილში კი „ფოქს ნიუსმა“ თავისი საყოველთაოდ ცნობილი წამყვანი ბილ ო’რილი გაათავისუფლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.