300 მილიონი რუბლის მითვისების ბრალდებით, რუსეთის პოლიციამ „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიის ყოფილი თანამშრომლები დააპატიმრა
30-11-2017, 00:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „როსნეფტის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ცენტრალური აპარატის ყოფილი თანამშრომლები 300 მილიონი რუბლის მითვისების ბრალდებით დააკავა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ უწყების წარმომადგენელმა, ირინა ვოლკმა.

 

 

მისი სიტყვებით, ბოროტმოქმედებმა დოკუმენტები გააყალბეს, რომლის შესაბამისადაც შვილობილ კომპანიას ორგანიზაციის მაკონტროლებელი ფიგურანტების წინაშე 3.2 მილიარდი რუბლის ოდენობის კრედიტორული ვალდებულება განესაზღვრა. ამის შემდეგ ყალბი ფირმის ანგარიშზე 300 მილიონ რუბლზე მეტი იქნა გადარიცხული, რომელიც დამნაშავეებმა გაანაღდეს და მიიტაცეს.

 

 

დაკავების ოპერაცია რუსეთის შსს-ს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მოსკოვის კორუფციასთან ბრძოლის სამმართველოსთან ერთად ჩაატარეს. მათ მოსკოვის რეგიონში, კრასნოიარსკის მხარეში, როსტოვისა და ტიუმენის ოლქებში 20 ჩხრეკა ჩაატარეს. ეჭვმიტანილები პატიმრობაში არიან აყვანილი. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით დაუფლებაში ედებათ ბრალი. დანაშაულში თანამონაწილე პირების ძებნა გრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი