2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 5.7% შეადგინა; 10 თვეში, 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ეს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი დღეს დილით გამოქვეყნდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერის შეფასებით, აღნიშნული შედეგი რეგიონის მასშტაბით საუკეთესოა.
„ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც ჩატარდა, პროექტები, რომლებსაც ხელი მოეწერა და იგეგმება, შექმნის ნამდვილად გაცილებით უფრო მეტ დინამიკას. ჩვენ, მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან, ჩვენ წელს მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. მომავალ წელსაც, უნდა ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.