გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გაუარესდა, დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე
08-05-2015, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.


"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მე ვერ წარმომიდგენია ასეთ ფორმატში როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა. სტრატეგია 2020-ში, რა თქმა უნდა, არ იყო გათვალისწინებული, რომ ასეთი მოვლენები განვითარდებოდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე აგვისტოს ომი დაიწყებოდა, ეკონომიკა მცირდებოდა. ვინ იყო მაშინ პასუხისმგებელი, რატომ არ დასვით მაშინ ასეთი შეკითხვები საკუთარი ლიდერების მიმართ, ხომ შეიძლებოდა დაგესვათ და ყოფილიყავით ცოტა უფრო მეტი კრიტიკული?!", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და განაგრძო:



"რაც შეეხება საინვესტიციო პროექტებს, მინდა გითხრათ, რომ უამრავი პროექტი კეთდება. რამდენიმე მათგანს დაგისახელებთ - ეს არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. მე ახლა აღარ გავყვები იმ სპეკულაციას, ანაკლიის პორტი ასეთი და ისეთი იყო, მე ვიზუალურად დავასაბუთე ორი სხვადასხვა პროექტის განსხვავება, ეს სპეკულაცია აღარ უნდა გრძელდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც გრძელდება. ანაკლიის პორტი არის სულ სხვა მასშტაბის, აბსოლუტურად სხვა ბრუნვაზე გათვლილი და სხვათა შორის, ჩვენს დროს მოეწერა ჩინეთთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი აბრეშუმის გზის პროექტის ქვეშ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა და ბაკურიანსა და გუდაურში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.


მისივე თქმით, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში 272 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ასევე 800-დან 900 მილიონამდე ლარი კი - სოფლის მეურნეობის მიმართულებით.


"შეიძლება ეს პროექტები არ ბრწყინავს, შეიძლება იყოს მესაქონლეობის ფერმა, მაგრამ ეს გათვლილია ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გაუარესდა, დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე. მართლა გულწრფელად ძალიან ვწუხვართ, მაგრამ თქვენ დაუსვამთ იმავე შეკითხვას იმ სახელმწიფოების ხელმძღვანელებს, რომლებშიც ასევე 30%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა?! შეგიძლიათ დასვათ იგივე შეკითხვა ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიმართ, ჩვენი მეგობარი თურქეთის ხელმძღვანელობის მიმართ, სადაც ვალუტა ზუსტად ისევე გაუფასურდა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება, ჩვენგან შეცდომები არის და არ არის ყველაფერი იდეალური, მაგრამ ასეთი დონის, ასე გამრავლება პრობლების მე მგონია, რომ არაობიექტურია და ამითი ჩვენ საუკეთესო შედეგს ნამდვილად ვერ მივიღებთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი