აფგან მუხთარლი: ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია
30-11-2017, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანში, ბელაქანის ოლქში ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

 

„რუსთავი 2"-ის ცნობით, აფგან მუხთარლის ადვოკატმა პროცესზე ცხრა შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთის დაკმაყოფილება მოხდა.

 

 

„აფგან მუხთარლი იძიებდა მმართველი ოჯახის კორუფციულ სქმეებს და აქვეყნებდა მას. თვლის, რომ მისი დაკავების მიზეზი სწორედ ეს არის. დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დავაყენეთ, მათ შორის იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების არარსებობის გამო დასრულებულიყო. საქართველოს პრეზიდენტის 11 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია მოწმობს, რომ აფგან მუხთარლი იყო მოტაცებული საქართველოდან. ჩვენ ვთვლით ჩვენი ეს მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, თუმცა სასამართლომ ისინი მხედველობაში არ მიიღო,“ განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა, ნიმათ კარიმლიმ.

 

 

სასამართლო პროცესს სამოქალაქო აქტივისტები და აფგან მუხთარლის მეგობრები ესწრებოდნენ.

 

 

სასამართლო პროცესი თავად აფგან მუხთარლიმ შეაფასა.

 

 

„ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია“, განაცხადა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა.

 


აფგან მუხთარლის საქმის განხილვა 14 დეკემბერს ჩაინიშნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი