აკაკი ზოიძე: ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ხდება
30-11-2017, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

 

როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მარიხუანის გაყიდვა-გასაღება დასჯად ქმედებად რჩება, ხოლო მარიხუანის პირადი მოხმარებისას მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება გამოყენებული.

 

 

„ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილებები მიიღო, რომლითაც პირად მოხმარებაზე მარიხუანის ლიბერალიზაცია მოხდა. ეს 260-ე მუხლს არ ეხება, რომელიც გასაღებასა და გაყიდვას ეხება. ასე რომ, ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ხდება. მარიხუანის გაყიდვა-გასაღება დასჯად ქმედებად რჩება. უბრალოდ, პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებული მარიხუანა სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება გამოყენებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან მიმაჩნია, რომ პირადი მოხმარების მიზნით ადამიანები ციხეში არ უნდა გავუშვათ და ეს ნასამართლეობის მიზეზი არ უნდა იყოს“, განაცხადა ზოიძემ.

 

კომენტარები: 1
#1   Merabi diasamidze
      
Gamarjobat zaluan kargi rom sisxlis samartlis saqme agar iqneba marexuanis moxmareba mivesalmebi gadawyvetilebas..mainteresebs shems martvis mowmobas shamortmeuls sami wlit rabedi eweva..damibrunet zaluan mshirdeba
1 დეკემბერი 2017 17:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი