საქართველოს პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ახალი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია იქნება. მის კანდიდატურას კენჭისყრაზე მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი, წინააღმდეგ წავიდა.
ნინო ლომჯარიას კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ" არასამთავრობოების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან აარჩია. ომბუდსმენობის კიდევ ერთი კანდიდატი „საქართველოს პატრიოტების” მიერ შეთავაზებული გიორგი ფოფხაძე იყო.
ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ეკავა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.