პარლამენტის მიერ სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ნინო ლომჯარიამ, რომელიც აცხადებს, რომ „ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, რომ იყოს საქართველოს სახალხო დამცველი".
„ამხელა მხარდაჭერის მაჩვენებელი ჩემთვის სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო კრიტიკული შეფასებები ფონზე. მე მზად ვარ, რომ ყველა ადამიანთან, ვისაც კითხვები ჰქონდა, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ პრეტენზიებს და ვუპასუხო. მე შევუდგები საქმიანობას მას შემდეგ, რაც მოქმედ სახალხო დამცველს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. პირველი რაც იქნება, გავეცნობი არსებულ ვითარებას აპარატში. მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან. მე ვიქნები ძალიან გახსნილი მათთან. ძირეული ცვლილებები იქნება თუ არა, ამაზე მას შემდგე ვისაუბრებ, რაც მივალ აპარატში და გავეცნობი მდგომარეობას", განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნინო ლომჯარიას კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ" არასამთავრობოების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან აარჩია. ომბუდსმენობის კიდევ ერთი კანდიდატი „საქართველოს პატრიოტების” მიერ შეთავაზებული გიორგი ფოფხაძე იყო.
ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ეკავა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.