„ეს არის ძალიან ცუდი კანონი, განსაკუთრებით, დაფინანსების მიმართულებით, რაც კრიტიკას ვერ უძლებს“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულ კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.
პარლამეტის პრესსამსახურის ცნობით, განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს.
„ეს ორგანული კანონი იძლევა მანიპულაციების საშუალებას. ამ მანიპულაციების შედეგად, ოპოზიციურმა პარტიებმა,დაახლოებით, მილიონნახევრიანი წლიური უსამართლო დაფინანსება მიიღეს. არა მგონია, რომ ეს დაფინანსება მიემართებოდეს პენსიონერთა პენსიების დაფარვაზე. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. ამისთვის საჭიროა ახალი კანონის მომზადება და მიღება, რომლითაც მთლიანად ახლებურად მოწესრიგდება პარტიების დაფინანსების წესი. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად დაიწყება საპარლამენტო პარტიებს შორის. ჩვენ გვქონდა უკვე ხანმოკლე კონსულტაციები უმცირესობის წარმომადგენლებთან, ეს კონსულტაციები გაფართოვდება და გაგრძელდება. სამწუხაროდ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვითარებას ვერ გამოვასწორებთ, თუმცა, უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც ამოქმედდება 2020 წლიდან და რომელიც სრულად მოაწესრიგებს პარტიების დაფინანსების სისტემას“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.