დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნებში დევიდ ქამერონის პარტიამ გაიმარჯვა
08-05-2015, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ დევიდ ქამერონის "კონსერვატიული პარტია" ლიდერობს. "ბიბისის" ცნობით, ეგზიტპოლების თანახმად, კონსერვატორები პარლამენტში 325 ადგილს დაიკავებენ, რაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისთვის საკმარისია.



რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ლეიბორისტები 232 ადგილს დაიკავებენ, ლიბერალ-დემოკრატები 12-ს, შოტლანდიის ეროვნული პარტია 56-ს, უელსის პარტია 3-ს, მწვანეები 1-ს, ხოლო დანარჩენები 21-ს.


პრემიერ დევიდ ქამერონის თქმით, ჯერ საბოლოო შედეგები არ არის გამოცხადებული, თუმცა, თუ მისმა პარტიამ გაიმარჯვა, იგი შეეცდება გაერთიანებული სამეფო კიდევ უფრო ერთიანი გახადოს.


საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში გუშინ გაიმართა. ამომრჩეველმა ბრიტანეთის პარლამენტის 650 წევრი აირჩია. ამას გარდა, მათ ინგლისის 279 ადგილობრივი საბჭოს 9 000-ზე მეტი წევრი და რამდენიმე ქალაქის - ბედფორდის, ლესტერის, მესფილდის, კოუპლენდის, მიდლზბროს და ტერბეის მერები აირჩიეს.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი