პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის ქალთა კლუბის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმის" წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საქმიანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართა და მას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა მიმართ ძალადობას, გენდერულ თანასწორობას, ქალისა და მამაკაცის თანაბარ როლს საზოგადოებაში, გენდერული საბჭოების ფუნქციონირებას, ქვეყანაში გენდერული კუთხით არსებულ საკანონმდებლო ბაზასა და კანონის აღსრულების მექანიზმებს, სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმასა და ქალის უფლებებთან დაკავშირებული რიგ საკითხებს.
„მივესამლები მსგავსი ფორმატის შეხვედრებს და ყოველთვის მზად ვარ ნემისმიერი საკითხის მოგვარებაში მხარი დაგიჭიროთ. ხონში ქალბატონები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეს ფაქტი მახარებს. მხარს ვუჭერ ყველა ინიციატივას, საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ჩვენი საზოგდოების, ინსტიტუტების სრულყოფისაკენ არის მიმართული", განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
შეხვედრა, ხონის ქალთა კლუბის ინიციატივით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.