საქართველოს პრეზიდენტი ნინო ლომჯარიას ომბუდსმენად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე არჩევას. ქვეყანაში, რომელშიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა, სახალხო დამცველი ერთერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია. ვუსურვებ წარმატებას", ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.