თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სროლა იყო. imedinews წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება.
„წყაროს ინფორმაციით, ადგილზე პატრული ქალმა გამოიძახა, რომელიც ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა.
საპატრულო ეკიპაჟების ადგილზე გამოჩენის შემდეგ კი, კაცმა პატრულის და ცოლის მისამართით ცეცხლი გახსნა.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ქალი და ასევე მისი ქმარიც, რომელსაც სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს", წერს imedinews.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.