პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართავენ
08-05-2015, 01:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართავენ.


წერილში, რომელსაც პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად აწერენ ხელს, საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე.

 


“ჩვენ გწერთ, რათა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერებისა და ქართველი ხალხის მოლოდინზე და მოგმართავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი სუვერენული არჩევანი – მიჰყვნენ ევროინტეგრაციის გზას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებული იქნება და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით”, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.


ამასთან, როგორც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე, როდესაც რუსეთი უხეშად არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამით ეწინააღმდეგება სუვერენული ერების თავისუფალ არჩევანს.


საქართველოს ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, რომ რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი ერთგულია მისი ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი