უსაფრთხოების ზომები იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ახალი წლის დღეებშიც, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
შეკითხვაზე, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გათვალისწინებით გამკაცრდება თუ არა უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში საახალწლოდ, გახარიამ აღნიშნა:
„ბოლო დღეებში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდგომ თბილისმა უმასპინძლა ძალიან სერიოზულ, საერთაშორისო დონის ღონისძიებებს. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა საკმაოდ მაღალი დონის კოორდინაციით ძალიან კარგად გაართვეს თავი მსგავსი ღონისძიების ჩატარებას და ეს ასე გაგრძელდება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.