„არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით“, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დროს და კონსულტაციებს საჭიროებს.
„ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ მსხვილ პაკეტს, რომლის განხილვა საჭიროებს დროს, კონსულტაციებს და აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა გადადება განხილვისა. ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით მომდევნო კვირაში. რა თქმა უნდა, აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიცაა სამინისტროების შერწყმა. როგორც მოგეხსენებათ, არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და კონსულტაციების შემდეგ უკვე დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.