შს მინისტრის თქმით, თბილისში, სკოლებთან და გზაჯვარედინებზე საპატრულო ეკიპაჟები მორიგეობენ
01-12-2017, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებსა და გზაჯვარედინებზე საპატრულო ეკიპაჟები მორიგეობენ.

 

 

განცხადება ამის თაობაზე გახარიამ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

„იმ გამოწვევებს, როგორც ქალაქისთვის, ასევე შსს-თვის და განსაკუთრებით საპატრულო დეპარტამენტისთვის არის აქტუალური, შესაბამისი და სათანადო პასუხი გაეცეს. ეს იყო ძირითადი საკითხი. ჩვენ დავგეგმეთ ის კოორდინაციის მექანიზმები, რომლებმაც ძალზე ეფექტურად უნდა იმუშაონ. ჩვენი თანამშრომლები გავაცანით ერთმანეთს და დავუსახეთ ის ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ. ეს არის რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა და მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც გახლავთ ტრაფიკი თბილისში, ტრაფიკთან დაკავშირებული თემები, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და კიდევ ბევრი საკითხი. მიუხედავად გრძელვადიანი და სისტემური მიდგომისა, სწრაფად შეიძლება ტრაფიკის პრობლემების გადაწყვეტა და ა.შ.“, აღნიშნა შს მინისტრმა.

 

 

მისივე თქმით, შეხვედრისას მერს რამდენიმე სიახლის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

 

 

„საპატრულო ეკიპაჟები უკვე ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე სკოლების წინ მორიგეობენ, სკოლების დაწყების პერიოდში, რათა მიეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე, უზრუნველყონ ტრაფიკის შეუფერხებლობა, გადაადგილება. სადაც ყველაზე მძიმე გზაჯვარედინებია, უკვე მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რათა მძღოლებს მიეხმარონ ტრაფიკთან გამკლავებაში. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის სწრაფი რეაგირების კომპონენტი, ეს არ არის სისტემური გადაწყვეტა და ამიტომ, ჩვენ ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო სისტემურად მივუდგეთ ამ პრობლემებს“, აღნიშნა შს მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი