ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო - ყულევის, ქარიატისა და შუა ხორგის მოსახლეობა წყალს ახალი მაგისტრალის მეშვეობით მიიღებს. ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყულევისთვის, რადგან დასახლებაში არსებული წყალი სასმელად გამოუსადეგარია და ადგილობრივ მოსახლეობას წყალი, დღემდე ცისტერნების მეშვეობით მიეწოდება. ყულევის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის კეთილმოწყობის და სასმელი წყლის მიწოდების საკითხი წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, მაგრამ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის შედეგად ორივე ეს პრობლემა მოგვარდება - შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის შენებლობა მიმდინარეობს, ხოლო წყლის სისტემის მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი“, განაცხადა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ (დაბლა ფოტოზე მარჯვნიდან მესამე), როგორც ამას ხობის მერიის პრეს-სამსახური იტყობინება.

„შუა ხორგის, ქარიატის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 920 ათას ლარს შეადგენს. მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია და სამუშაოების დასრულების შემდეგ 2000-მდე მოსახლე სასმელ წყალს მიიღებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“ აცხადებენ ხობის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.