"ხრამი-რუსთავის", 800 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას, დღეს, წყალმომარაგება მთელი დღის განმავლობაში შეეზღუდება.
დილის 09:00-დან 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოსახლეობას, წარმოება-დაწესებულებებს, საავადმყოფოებსა და სხვა ობიექტებს, ხოლო გარდაბანში მხოლოდ რაიონულ ცენტრს.
კომპანია "რუსთავის წყალი" შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.