საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდის ხელმძღვანელობით, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დახვედრის ცერემონია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის შტაბის წარმომადგენლები და ამერიკელი სტუმრები დაესწრნენ, დაღუპული გვარდიელების ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.
მოგვიანებით, გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჯერარდმა ეროვნული გვარდიის უფროსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ სტუმრებს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საპატიო გვარდიელის სერტიფიკატი, გვარდიის სასაჩუქრე დაფა და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია საქართველოში ორდღიან ვიზიტს დღეს ასრულებს. გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჯერარდმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრა უკვე გამართა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.