თბილისში, ვერაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. imedinews-ის ინფორმაციით, შემთხვევა 51-ე სკოლასთან მოხდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლისა და ფეხის არეში არის დაჭრილი, მეორე კი მუცლის არეში.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარის შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
„ამ წუთას ვერაზე იჩხუბეს უფროსკლასელებმა. დანით დაიჭრა 2 ბიჭი. ჭრილობები მძიმეა. არ ვიცი გადარჩებიან თუ არა. პატრულთან დარეკვა იყო შეუძლებელი. დავუკავშირდით ძლივს. სასწრაფო მოვიდა ასევე ძლივს. ჩხუბი იყო დიდი, ბევრი მოსწავლით", წერს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.