„პირველი არხი“ ადგილმდებარეობას იცვლის, თბილისის გარეუბანში 2 ჰა ტერიტორიაზე გადაინაცვლებს და კოსტავას ქუჩაზე არსებულ შენობას გაასხვისებს
01-12-2017, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პირველი არხი“ ადგილმდებარეობს შეიცვლის და კოსტავას ქუჩის ნაცვლად პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე განთავსდება. მას ახალი შენობის ასაშენებლად პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე არსებული მიწის ფართობი, დაახლოებით 2 ჰა გადაეცემა.

 


ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 


არხის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა დედაქალაქში ახალი შენობის ასაშენებლად მიწის გამოყოფის თხოვნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა, რომელმაც პირველ არხს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დაახლოებით ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, რასაც სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან შვიდი დაეთანხმა, ორმა კი თავი შეიკავა.

 


საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის შენობა დაახლოებით, სამ წელიწადში აშენდება იმ პროექტით, რომელიც კონკურსის შედეგად შეირჩა.

 


პირველი არხი კოსტავას ქუჩაზე არსებული ქონების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხას გამოიყენებს ახალი შენობისთვის და ტექნიკური გადაიარაღებისთვის.

 


„მივიღებთ ახალ, ულტრათანამედროვე შენობას, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილს, ავცდებით დიდ ხარჯებს“, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია ნიჟარაძემ პირველ არხთან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი