რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ავთანდილ იმედაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩიდან მიყვანილ 16 წლის მოზარდს როგორც გულ-მკერდის, ისე მუცლის არეში სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული.
როგორც მან ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა, მოზარდის სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება და „ძალიან დიდია შანსი, რომ გადარჩეს".
„ის შემოვიდა კლინიკაში სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში. დაზიანებულია მაგისტრალური გულსისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა - პრაქტიკულად ნული წნევით შევიყვანეთ საოპერაციოში, დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ახლა აღდგენილია. მიმდინარეობს მთელი სამედიცინო პერსონალის ბრძოლა ამ ბავშვის გადასარჩენად. ბოლო მონაცემებით მინდა გითხრათ, რომ სტაბილიზაციას მივაღწიეთ. წნევა წამოვიდა და იმედები გაგვიჩნდა, რომ გადარჩება. ახლა ძალიან დიდია შანსი, რომ გადარჩეს. სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება. ბრძოლაშია ჩართული ყველა განყოფილება, მთელი ქირურგიული ჯგუფი, საოპერაციო უნდა ნახოთ. ჭრილობა არის ბლაგვი საგნით მიყენებული”, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.
საავადმყოფოში მოზარდის სანახავად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე მივიდა.
„ერთი სასწაული რესპუბლიკურის ქირურგებმა უკვე მოახდინეს, შეძლეს გაჩერებული გულის პირობებში ჰემოდინამიკურო მაჩვენებლების დასტაბილიზება. ამჟამად მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია, თუმცა, ექიმები იმედს არ კარგავენ. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - მიმდინარეობს ბრძოლა მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად", განაცხადა სოფრომაძემ.
ხორავას ქუჩაზე დღეს მეორე არასრულწლოვანიც დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.