თურქეთის მთავარმა პროკურორმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცრის, გრაჰამ ფულერის დაპატიმრების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
პროკურორი ფულერს, შეერთებული შტატების ეროვნული სადაზვერვო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეს, მუსლიმ სასულიერო პირთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირებში სდებს ბრალს.
გიულენს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თურქეთის მთავრობა გასული წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც სასულიერო პირი კატეგორიულად უარყოფს.
ანკარის მთავარი საგამოძიებო უწყება ფულერს ასევე თურქეთის მთავრობის „ჩამოგდების მცდელობაში“ სდებს ბრალს, წერს „ჰარიეტ დეილი“.
გიულენთან კავშირების ბრალდებით თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული, ხოლო 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრილების მცდელობის შემდეგ საჯარო და კერძო სექტორებში 150 000 პირს ან უფლებამოსილება შეუჩერდა, ანდა სამსახურებიდან იქნა დათხოვნილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.