სამხედრო ჰოსპიტალი დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მკურნალობას უტარებს
01-12-2017, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მცხოვრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სკრინინგ პროგრამა დაიწყო.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ. მათ კონსულტაციებს სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გაუწევს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალში გამოკვლევები პაციენტების პირველ ნაკადს უკვე ჩაუტარდა. მსურველები გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას 2-3 დეკემბერს, 15-17 დეკემბერსა და 2018 წლის 26-28 იანვარს შეძლებენ. პროგრამის მიმდინარეობას გორში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეცნენ და ექიმებისა და პაციენტებისგან ინფორმაცია პირადად მოისმინეს.

 


დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაფართოებული შემოწმება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფარგლებში, უწყებათაშორის თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი